ოფიციალურად: ტრიპიერი
Aa
Aa

ოფიციალურად: ტრიპიერი "ატლეტიკოს" ფეხბურთელია

მადრიდის "ატლეტიკომ" 20 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ 28 წლის ინგლისელი მარჯვენა მცველი კირან ტრიპიერი გაიფორმა.

"ტოტენჰემის" ფეხბურთელმა მადრიდელებთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. დიეგო სიმეონე ხუანფრან ტორესის შემცვლელს ეძებდა და როგორც ჩანს იდეალურ ვარიანტს მიაგნო.

კირან ტრიპიერმა თავი მსოფლიო ჩემპიონატზე დამაჯერებელი ასპარეზობით გამოიჩინა, რის შემდეგაც მის მიმართ ინტერესი ერთიორად გაიზარდა.

ტრიპიერმა "ტოტენჰემის" მაისურით 2015-2019 წლებში 114 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე 2 გოლი და 24 საგოლე გადაცემაა.

შეგახსენებთ, რომ დიეგო სიმეონეს გუნდმა ანტუან გრიზმანის, როდრისა და ერნანდესის გაყიდვის შემდეგ „ბენფიკას“ ფორვარდი ჟოაო ფელიში, „პორტუს“ ნახევარმცველი ექტორ ერერა და ცენტრალური მცველი ფელიპე გაიფორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები