ბენასერი და
Aa
Aa

ბენასერი და "მილანი" აღარ გამოვა? - საქმეში "დორტმუნდი" და "არსენალი" ჩაერთნენ

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, „დორტმუნდი“ და „არსენალი“ იტალიური „ემპოლის“ შუახაზელ ისმაელ ბენასერის ტრანსფერისთვის ბრძოლაში ჩაერთნენ. ალჟირელ ნახევარმცველს „მილანთან“ კონტრაქტის დეტალები შეთანხმებული ჰქონდა და კლუბებიც მოლაპარაკებულები იყვნენ, თუმცა დიდი შანსია, ყველაფერი შეიცვალოს.

„როსონერი“ ბენასერს წლიურ ხელფასად 1.5 მილიონ ევროს ჰპირდებოდა, თუმცა გავლენიანი გამოცემის ვარაუდით, დორტმუნდელები და ლონდონელები ფეხბურთელს უკეთეს პირობებს შესთავაზებენ.

„მილანსა“ და ბენასერის წარმომადგენლებს შორის წარმოქმნილი პრობლემის არსებობა, „ემპოლის“ პრეზიდენტმა, ფაბრიციო კორზიმაც, დაადასტურა.

ტოსკანიური კლუბი ბენასერის სანაცვლოდ 20 მილიონ ევრომდე ითხოვს, მაგალითად, „მილანთან“ გარიგების სავარაუდო თანხად 17 მილიონი ევრო სახელდებოდა.

21 წლის ნახევარმცველმა სერია A-ს გასულ გათამაშებაში 37 მატჩი ჩაატარა და, სტაბილურად მაღალი დონის თამაშით, არაერთი კლუბის ყურადღება მიიპყრო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები