Aa
Aa

პეპე შესაძლოა "ლივერპულში" გადავიდეს - მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ფრანგული ლილის პრეზიდენტის ხერარდ ლოპესის განცხადებით გუნდის აფრიკელი გარემარბი ნიკოლას პეპე შესაძლოა იურგენ კლოპის გუნდში აღმოჩნდეს. ფრანგულ კლუბსა და ლივერპულს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს.

კოტდივუარის ეროვნული ნაკრების მოთამაშემ გასულ სეზონში ლიგა 1-ში ბრწყინვალე მატჩები ჩაატარა და ევროპული გრანდების ყურადღება დაიმსახურა. ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულის გარდა ფეხბურთელის დამატება მიუნხენის ბაიერნს, არსენალსა და მანჩესტერ იუნაიტედსაც სურდათ.

ლილის პრეზიდენტმა RMC სპორტთან საუბარში განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ტრანსფერი გადაწყვეტილი არაა, თუმცა მოლაპარაკება მიმდინარეობს. ხერარდ ლოპესის თქმით პეპეს თაობაზე ყველაზე კონკრეტული შეთავაზება ლივერპულისგან მიიღეს.

გასულ სეზონში ნიკოლას პეპემ ყველა ტურნირის ჩათვლით 41 მატჩში 23 გოლი გაიტანა. მირორის ცნობით პეპეს სავარაუდო სატრანსფერო თანხა 70 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები