Aa
Aa

"ფენერბახჩე" იოზილის შეძენას გეგმავს

ლონდონის არსენალის ფლეიმეიქერი მესუთ იოზილი შესაძლოა ფენერბახჩეს ფეხბურთელი გახდეს. თურქული მედიის ცნობით ფენერის ხელმძღვანელები გერმანიის ნაკრების ნახევარმცველის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობენ.

პრემიერლიგის გასულ სეზონში იოზილმა მხოლოდ 24 მატჩი ჩაატარა და მისმა თამაშმა მეთოფეთა ქომაგების მხრიდან კითხვები გააჩინა. იოზილთან დამშვიდობება გუნდის მთავარ მწვრთნელს, უნაი ემერისაც სურს. ფეხბურთელი, რომლის ყოველკვირეული ხელფასი 350 000 ფუნტ სტერლინგს შეადგენს, ესპანელი მწვრთნელის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.

თურქი ჟურნალისტის ფათიჰ დოგანის თქმით ფენერბახჩეს პრეზიდენტი ცდილობს მოიძიოს ფინანსური სახსრები, რაც იოზილის გადაბირებისთვის საკმარისი აღმოჩნდება. ფენერის პრეზიდენტ ალი კოჩის იოზილთან საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება სურს.

თურქული მედიის ცნობით იოზილი ბავშვობაში ფენერბახჩეს ქომაგი იყო, რაც შესაძლოა ტრანსფერის განხორციელებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები