ოფიციალურად:
Aa
Aa

ოფიციალურად: "ატლეტიკომ" ერერა გაიფორმა და როდრის "სიტიში" უშვებს

მადრიდის "ატლეტიკომ" პორტუგალიური "პორტუდან" 29 წლის ემქსიკელი ცენტრალური ნახევარმცველი ჰექტორ ჰერერა გაიფორმა.

ინფორმაციას "როხიბლანკოს" ოფიციალური ვებ გვერდის ადასტურებს.

ერერამ მადრიდელებთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მექსიკელი შუახაზელი სიმეონეს გუნდის სათამაშო სტილს სავარაუდოდ კარგად შეეწყობა, რადგან ის შავ სამუშაოს კარგად ასრულებს და შეტევებშიც აქტიურად ერთვება. მისი ერთ-ერთი პლიუსი ძლიერი დარტყმაა.

ერერას გაფორმების შემდეგ ესპანურ პრესაში დაიწერა, რომ "ატლეტიკომ" როდრი "მანჩესტერ სიტის" დაუთმო. "ქალაქელები" 70 მილიონ ევროს, ანუ ფეხბურთელის გამოსასყიდ თანხას გადაიხდიან.

როდრის ტრანსფერი უახლოეს საათებში დადასტურდება. ესპანელი საყრდენის შეძენა პეპ გუარდიოლას მოთხოვნა იყო.
პეპი მასში ახალ ბუსკეცს ხედავს. როდრი "სიტის" ნახევარდაცვას იდეალურად მოერგება.

აქვე გეტყვით, რომ "ატლეტიკო" მოლაპარაკებებს ალექსანდრ ლაკაზეტთან აწარმოებს. როგორც ცნობილია, 10 ივლისისთვის გრიზმანი უკვე "ბარსას" მოთამაშე იქნება და მადრიდელებმა მისი შემცვლელის ძებნა უკვე დაიწყეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები