Aa
Aa

"ნაპოლიმ" ხამესთან კონტრაქტის დეტალები შეათანხმა!

კატალონიური გამოცემა Mundo Deportivo-ს ცნობით, "ნაპოლიმ" ხამეს როდრიგესთან კონტრაქტის პირადი დეტალები შეათანხმა, ახლა კი უკვე ჯერი კოლუმბიელის ამჟამინდელ კლუბ "რეალთან" მოლაპარაკებაზეა.

წყაროს თქმით, ნეაპოლიტანელები ხამესს წლიურ ხელფასად 6.5 მილიონ ევროს გადაუხდიან, ხოლო მისი აგენტი, ჟორჯე მენდეში, "სამეფო კლუბთან" მოლაპარაკებების ახალ ეტაპს დაიწყებს, რათა ტრანსფერის დასკვნითი დეტალები შეთანხმდეს.

27 წლის ვარსკვლავის გადაბირებით მადრიდის "ატლეტიკოც" ინტერესდებოდა, თუმცა ბოლოდროინდელი ცნობებით, "როხიბლანკომ" ამ ტრანსფერზე მუშაობა შეწყვიტა, რამაც ისედაც ფავორიტ "ნაპოლის" გზა ბოლომდე გაუხსნა.

ხამეს როდრიგესი "რეალმა" 2014 წელს კარლო ანჩელოტის ინიციატივით შეიძინა და კოლუმბიელს იტალიელ სპეციალისტთან მუშაობა მხოლოდ 1 სეზონის განმავლობაში მოუწია. მოკლე დროის მიუხედავად, ხამესი ანჩელოტისთვის სასურველ შეგირდად ითვლება და მასთან მშვენიერი დამოკიდებულება აქვს, რაც "ნაპოლის" პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმაც, აღნიშნა.

როგორც იწერებოდა, ნეაპოლიტანელები როდრიგესს იჯარის წესით აიყვანენ, რომლის დასრულების შემდეგ ფეხბურთელს დაახლოებით 30-35 მილიონ ევროდ გამოისყიდიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები