პიკე:
Aa
Aa

პიკე: "ჩემპიონთა ლიგის" ფინალში მეტოქედ "რეალი" მინდა"!

კატალონიური "ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა ხერარდ პიკემ, რომელიც "რეალისა" და ზოგადად, მადრიდელების მისამართით მკვახე გამონათქვამებით გამოირჩევა, ამჯერადაც პრესასთან საუბრისას შანსი ხელიდან არ გაუშვა და "რეალს" კიდევ ერთხელ "წაკბინა":

"ძალიან დიდი სურვილი მაქვს "რეალს" "ჩემპიონთა ლიგის" ფინალში შევხვდეთ და დარწმუნებული ვარ თუ ასე მოხდა, ღირსეულ რევანშსაც ავიღებთ. ჩვენ გვიყვარს ახალი გამოწვევები და ეს მშვენიერი იქნებოდა. სეზონის ბოლოს მადრიდელებს ჩვენს სიძლიერეს კიდევ ერთხელ დავუმტკიცებდით"! - იქადნებოდა ესპანელ ჟურნალისტებთან პიკე, რომელმაც "კლასიკოში", მართალია, გოლი შეაგდო, თუმცა "რეალის" პირველი გოლისას თავად შეცდა და ამის გამო მისი თამაში არცთუ დადებითად შეფასდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები