Aa
Aa

"მილანი" კრუნიჩს გაიფორმებს! - სენსიც "სან სიროზე"?

იტალიური „მილანის“ ერთ-ერთი პირველი სატრანსფერო შენაძენი „ემპოლის“ შუახაზელი რადე კრუნიჩი იქნება. ტოსკანიელთა პრეზიდენტმა, ფაბრიციო კორზიმ პრესასთან დაადასტურა, რომ კრუნიჩისთვის ბრძოლაში „როსონერიმ“ „ჯენოას“ აჯობა და ფეხბურთელის ტრანსფერის ყველა დეტალი შეათანხმა.

ლომბარდიელები ბოსნიელი ნახევარმცველის სანაცვლოდ 8 მილიონ ევროს გადაიხდიან, მასთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებენ, ხელფასის სახით კი წლიურად 1.2 მილიონ ევროს ჩაურიცხავენ.

25 წლის კრუნიჩმა სერია A-ს გასულ სეზონში საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და 5 გოლთან ერთად, 7 საგოლე პასიც მიითვალა. იგი ბოსნიის ეროვნული ნაკრების წევრია, ემპოლელთა ღირსებას კი 2015 წლიდან იცავდა.

მილანელები პარალელურად კიდევ ერთი ნახევარმცველის, სტეფანო სენსის, ტრანსფერზე მუშაობენ. "სასუოლო" თავისი ერთ-ერთი ლიდერის სანაცვლოდ ჯამში 25 მილიონ ევროს ითხოვს. "ნეროვერდის" ხელმძღვანელობა თანახმაა, რომ სენსის ტრანსფერში 20 მილიონი ევრო პირველ ეტაპზე მიიღოს, 5 მილიონი კი ბონუსების სახით დაიფაროს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები