დასრულდა!
Aa
Aa

დასრულდა! "ის "ბარსელონაში" ითამაშებს" - გრიზმანი კარიერას "კამპ ნოუზე" გააგრძელებს!

ანტუან გრიზმანი "ბარსელონაში" ითამაშებს! ეს უკვე დადასტურებული ინფორმაციაა. საპნის ოპერა როგორც იქნა დასრულდა.

მადრიდის "ატლეტიკოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ხილ მარინმა ამის შესახებ საჯაროდ ისაუბრა:

"მე ძალიან ზუსტად ვიცი თუ სად გააგრძელებს კარიერას გრიზმანი და ეს ჯერ კიდევ მარტში ვიცოდი. ის "ბარსელონაში" ითამაშებს.

ჩვენ გუნდი ახალი მოთამაშეებით უნდა შევავსოთ. ჩვენ ნამდვილი კაცების ჯგუფი უნდა ჩამოვაყალიბოთ".

დღესვე ცნობილი გახდა, რომ "ატლეტიკო" უახლოეს დღეებში 6 ახალ ფეხბურთელს წარადგენს.

რაც შეეხება გრიზმანს, ფრანგი შემტევი 1 ივლისს "ბარსელონას" ფეხბურთელი გახდება, კატალონიელები მის სანაცვლოდ 120 მილიონ ევროს გადაიხდიან.

ბოლო დღეებში იწერებოდა, რომ გრიზმანი თითქოს პსჟ-ს უახლოვდებოდა, თუმცა ინფორმაცია არ დადასტურდა.

გრიზმანი 2019-2020 წლების სეზონიდან მესისა და სუარესის გვერდით იასპარეზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები