Aa
Aa

"მანჩესტერმა" რაკიტიჩის ტრანსფერის თაობაზე "ბარსელონას" მიმართა

2018-19 წლების სეზონი „მანჩესტერ იუნაიტედმა“ საშინლად ჩაატარა და გულშემატკივრების იმედები ვერ გაამართლა. „წითელი ეშმაკებს“ სამომავლოდ იგივე შედეგების დაფიქსირება არ სურთ და შემადგენლობის გასაძლიერებლად ყველაფერს აკეთებენ.

კატალონიური გამოცემა Sport-ის მიხედვით „ოლდ ტრაფორდის“ ბინადრები ივან რაკიტიჩის გადაბირებით არიან დაინტერესებული და „ბარსელონას“ უკვე დაუკავშირდნენ. მანჩესტერელებმა „ბლაუგრანას“ გამოსასყიდი თანხის დასახელება მოსთხოვეს და წინადადების მომზადებას შეუდგნენ.

„ბარსა“ ანტუან გრიზმანისა და მატიის დე ლიხტის შესაძენად ფინანსების მოძიების პროცესშია და გამორიცხული არაა რაკიტიჩის გასხვისებას დათანხმდეს. ხორვატმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ „კამპ ნოუზე“ დარჩენას აპირებდა და „ბარსელონასთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება უნდოდა, მაგრამ როგორც ჩანს კლუბს სხვა გეგმები აქვს.

რაკიტიჩის გარდა „წითელი ეშმაკები“ „აიაქსის“ ახალგაზრდა მეკარეს, ანდრე ონანას აკვირდებიან. The Sun-ის ცნობით თუ ზაფხულში „ოლდ ტრაფორდი“ დავიდ დე ხეამ დატოვა, მანჩესტერელები სწორედ ამსტერდამელთა გოლკიპერის შეძენას შეეცდებიან. კამერუნელი კარის დარაჯის ტრანსფერი „იუნაიტედს“ სავარაუდოდ 40 მილიონი ფუნტი დაუჯდება. რაკიტიჩის სანაცვლოდ კი დაახლოებით 50 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები