Aa
Aa

"ბარსელონას" "კლასიკოს" წინ კიდევ ერთი ფეხბურთელი დაუშავდა!

შაბათს გასამართი "რეალთან" დაპირისპირების წინ "ბარსელონას" კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა, ხორდი ალბას შემდეგ, რომლის საკითხიც ჯერ კიდევ გასარკვევია, კატალონიელებს ფრანგი მცველი ჟერემი მატიეც დაუშავდათ.

მატიე საფრანგეთისა და რუსეთის (4:2) ამხანაგურ შეხვედრაში შეცვლაზე შემოვიდა და მიუხედავად მცირე სათამაშო დროისა დაზიანების მიღება მაინც "მოასწრო". 

ფრანგს მუხლის ტრავმა აქვს და მართალია, დეტალური სამედიცინო გამოკვლევა არ ჩატარებია, თუმცა მედიკოსთა პირველადი შეფასებით მისთვის ეს სეზონი ამთავითვე დასრულებულია. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები