პორტუგალია ერთა ლიგის პირველი გამარჯვებულია!
პორტუგალიის ეროვნულმა ნაკრებმა, ჰოლანდიის დამარცხებით, უეფას ერთა ლიგის პირველი გათამაშების ჩემპიონობა მოიპოვა! პირენეელებმა მეტოქეს გონსალო გედეშის ერთადერთი გოლის წყალობით აჯობეს, რომელიც „ვალენსიას“ შემტევმა მატჩის მე-60 წუთზე შეაგდო.
ფინალური ეტაპის საუკეთესო ფეხბურთელად ბერნარდო სილვა დაასახელეს, ხოლო მისი ბომბარდირი კრიშტიანუ რონალდუ გახდა. პორტუგალიელთა სუპერვარსკვლავს საამისოდ, შვეიცარიასთან შესრულებული ჰეთ-თრიქი ეყო.
✨ The #NationsLeague Player of the Tournament ✨
— UEFA Nations League (@UEFAEURO) June 9, 2019
???????? @BernardoCSilva ???????????? pic.twitter.com/byzA9UCOKj
„ეს შესანიშნავი, უბედნიერესი მომენტია! ამ ტიტულის პორტუგალიაში, ჩვენი თანამემამულეების წინაშე მოგება განსაკუთრებული მიღწევაა. პორტუგალიელმა ხალხმა ეს გამარჯვება დაიმსახურა. მათ ორივე მატჩში მხარი სამაგალითოდ დაგვიჭირეს, ამიტომ ეს ჯილდო მათაც ეკუთვნის.
არაერთი ახალგაზრდა ფეხბურთელაი და ამ ნაკრებს დიდი პოტენციალი აქვს - კრიშტიანუსთან ერთადაც და მის გარეშეც. მეორე მხრივ, მსურს, რომ ამ გუნდის ნაწილი ვიყო, რადგან ვგრძნობ, მისი დახმარება ჯერ კიდევ შემიძლია. ბევრჯერ აღვნიშნე, რომ ამ ფორმაციის პორტუგალიას ტიტულების მოგების შანსი კიდევ ექნება“. - განაცხადა მატჩის შემდეგ კრიშტიანუმ.
????????????#NationsLeague @Cristiano pic.twitter.com/XfLjqI1UcO
— UEFA Nations League (@UEFAEURO) June 9, 2019
თამაშის დასრულების შემდეგ პორტუგალიელებმა გამარჯვება პორტუს ქუჩებში იზეიმეს, სადაც ათასობით გულშემატკივარი შეიკრიბა და საყვარელ ნაკრებთან ერთად ჰიმნიც შეასრულა.