ვერმალენი მოედანზე დაბრუნებას „ხეტაფესთან“ მატჩში გეგმავს
Aa
Aa

ვერმალენი მოედანზე დაბრუნებას „ხეტაფესთან“ მატჩში გეგმავს

როგორც ესპანური გამოცემა „El Mundo Deportivoიუწყება, „ბარსელონას“ მცველი ტომას ვერმალენი უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს. ფეხბურთელი საკმაოდ ოპტიმისტურად არის განწყობილი და მოედანზე დაბრუნებას 28 აპრილს, „ხეტაფესთან“ მატჩში გეგმავს.

 

 

ვერმალენი ესპანურმა გრანდმა სეზონის დასაწყისში ლონდონის „არსენალისგან“ შეიძინა, თუმცა ფეხბურთელს კუნთის სერიოზული ტრავმა აღმოაჩნდა და მას შემდეგ ბელგიელი მცველი „ბარსელონას“ ძირითად შემადგენლობაში არცერთხელ არ გამოჩენილა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები