ძირეული ცვლილებები "ჩემპიონთა ლიგაში"?
ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფორმატში, შესაძლოა 2017-2018 წლების სეზონიდან სერიოზული ცვლილებები შეიტანონ.
საქმე ისაა, რომ ბრიტანული The Telegraph-ის კულუარული ინფორმაციით, "უეფა" აღნიშნულ საკითხს უკვე განიხილავს. უფრო კონკრეტულად, რომ ვთქვათ, განიხილება მონაწილე გუნდების 32-დან 16-მდე შემცირება, რითაც, რა თქმა უნდა, ხარისხი უცილობლად მოიმატებს. იმავე "უეფას" აზრით, ეს ტურნირისადმი ინტერესს საგრძნობლად გაზრდის, ეს კი კომერციულ მხარეზეც დადებითად აისახება.
ერთი რამ დაზუსტებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მიშელ პლატინის იდეა, შანსი მიეცა შედარებით სუსტი ჩემპიონატის გუნდებისათვის, ამის შემდეგ პრაქტიკულად აღარ იარსებებს და ამ ტურნირზე კვლავ ტოპ ჩემპიონატების გუნდებს მივადევნებთ თვალს.
კიდევ ერთხელ დავამატოთ, რომ ამ მოსაზრებას "უეფაში" ჯერ მხოლოდ იდეის დონეზე განიხილავენ. ხოლო თუ საქმე დადებითად გადაწყდა, გადასხვაფერებულ "ჩემპიონთა ლიგას" 2017-2018 წლების სეზონიდან ვიხილავთ.