Aa Aa
16 მაისი 2019  |  00:14

სკალონიმ კოპა ამერიკისთვის არგენტინის ნაკრების 32 კაციანი განაცხადი დაასახელა!

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ კოპა ამერიკისთვის გაფართოებული 32 კაციანი განაცხადი გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ სიაში მოხვდნენ იკარდიც და დიბალაც, რომლებსაც ბოლო წლებში განაცხადში გარანტირებული ადგილი ნამდვილად არ ჰქონიათ, თუმცა სკალონის ხელში ვითარება შეიცვალა.

სრული სია ასე გამოიყურება:

მეკარეები: ფრანკო არმანი (რივერ პლეიტი), ესტებან ანდრადა (ბოკა ხუნიორსი), აგუსტინ მარკესინი (ამერიკა), ხუან მუცო (უდინეზე), ხერონიმო რული (რეალ სოსიედადი).

მცველები: რენცო სარავია (რასინგი), გაბრიელ მერკადო (სევილია), ნიკოლას ოტამენდი (მანჩესტერ სიტი), ხერმან პეცელა (ფიორენტინა), ვალტერ კანემანი (გრემიო), ნიკოლას ტალიაფიკო (აიაქსი), მარკოს აკუნია (სპორტინგი), რამირო ფუნეს მორი (ვილიარეალი), ხუან ფოიტი (ტოტენჰემი).

ნახევარმცველები: ლეანდრო პარედესი, ანხელ დი მარია (ორივე პსჟ), ჯოვანი ლო სელსო (ბეტისი), ეზეკიელ პალასიოსი (რივერ პლეიტი), გიდო როდრიგესი (ამერიკა), რობერტო პერეირა (უოფორდი), როდრიგო დე პაული (უდინეზე), ფედერიკო სარაჩო (რასინგი), გონსალო მარტინესი (ატლანტა იუნაიტედი), პაულო დიბალა (იუვენტუსი), მასიმილიანო მესა (მონტერეი), ივან მარკონე (ბოკა ხუნიორსი).

თავდამსხმელები: ლიონელ მესი (ბარელონა), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), ლაუტარო მარტინესი, მაურო იკარდი (ორივე ინტერი), ანხელ კორეა (ატლეტიკო), მატიას სუარესი (რივერ პლეიტი).

შეგახსენებთ, რომ კოპა ამერიკა სტარტს 14 ივნისს აიღებს და 7 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. მისი მასპინძელი ბრაზილია იქნება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

100% CASHBACK კრისტალბეთზე!

100% CASHBACK კრისტალბეთზე!