Aa
Aa

"სიტი" ჩემპიონია! პრემიერლიგის საოცარი სეზონი "ქალაქელების" ტრიუმფით დასრულდა

პრემიერლიგის 38-ე ტურში "მანჩესტერ სიტიმ" "ბრაიტონს" სტუმრად 4:1 სძლია და ჩემპიონობა ისტორიაში მეექვსედ იზეიმა!

პეპ გუარდიოლას გუნდმა ქომაგები ცოტა ანერვიულა. "ქალაქელები" თავიდან 0:1-ს აგებდნენ, თუმცა ტაიმის მოგება მაინც მოახერხეს.

სიტის ქომაგების ემოცია მეორე გოლის დროს

 

"ქალაქელებს" ინგლისის ჩემპიონატი 1936–37, 1967–68, 2011–12, 2013–14, 2017–18 და 2018-19 წლებში აქვთ მოგებული.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონი ნამდვილად საოცარი გამოდგა. "ლივერპულმა" სეზონში მხოლოდ 1 მატჩი წააგო და 97 ქულის მოგროვება შეძლო, თუმცა ჩემპიონი ვერ გახდა.

"სიტიმ" კი ბოლო 14 ტურში ყველა მატჩის მოგება მოახერხა, რაც უდაოდ საოცარი შედეგია.

გუარდიოლამ ინგლისში მისვლით პრემიერლიგის მოგება უფრო გაართულა და თამასა ძალიან მაღლა ასწია.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები