ნეიმარის სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია - ბრაზილიელისთვის სეზონი დასრულდა
Aa
Aa

ნეიმარის სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია - ბრაზილიელისთვის სეზონი დასრულდა

ფრანგული პსჟ-ს ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ გამოტანილი სასჯელიდან გამომდინარე ლიგა 1-ში დარჩენილ სამ შეხვედრას გამოტოვებს, რაც ნიშნავს, რომ მოთამაშისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია.

საფრანგეთის თასის ფინალში ''რენისთან'' განცდილი მარცხის შემდეგ სამხრეთამერიკელმა სტადიონზე მყოფ ერთ-ერთ ქომაგს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დისკვალიფიკაციის მიზეზი აღნიშნული ფაქტია.

შეგახსენებთ, გასულ თვეში ნეიმარი ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომაც  დასაჯა. 27 წლის ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის შემდეგი სეზონის ჯგუფური ეტაპის სამ მატჩს გამოტოვებს.

სასჯელი ნეიმარის განცხადებას უკავშირდებდა, რომელიც ''მანჩესტერ იუნაიტედთან'' შეხვედრას ეხებოდა. ''ბარსელონას'' ყოფილი მოთამაშე მსაჯობით უკმაყოფილო იყო. მატჩის შემდეგ ნეიმარმა აღშფოთება ვერ დამალა და Instagram-ის საშუალებით მთავარი მსაჯი დავიდ სკომინა გააკრიტიკა. 27 წლის ფეხბურთელმა მას და უეფას შეურაცხყოფა მიაყენა (იხილეთ).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები