უეფამ პსჟ-ს ვარსკვლავი დასაჯა
Aa
Aa

უეფამ პსჟ-ს ვარსკვლავი დასაჯა

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ უეფამ პსჟ-ს ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი დასაჯა. სამხრეთამერიკელი ჩემპიონთა ლიგის შემდეგი სეზონის ჯგუფური ეტაპის სამ მატჩს გამოტოვებს.

სასჯელი ნეიმარის განცხადებას უკავშირდებდა, რომელიც ''მანჩესტერ იუნაიტედთან'' შეხვედრას ეხებოდა. ''ბარსელონას'' ყოფილი მოთამაშე მსაჯობით უკმაყოფილო იყო. მატჩის შემდეგ ნეიმარმა აღშფოთება ვერ დამალა და Instagram-ის საშუალებით მთავარი მსაჯი დავიდ სკომინა გააკრიტიკა. 27 წლის ფეხბურთელმა მას და უეფას შეურაცხყოფა მიაყენა.

ნეიმარმა Instagram-ზე დაწერა: „ეს სამარცხვინოა! ისინი ამ ფეხბურთის არმცოდნე 4 ტიპს კვლავ აძლევენ უფლებას, რომ შენელებული კადრით ვიდეო ნახონ, ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს!

პენალტი არ იყო. როგორ შეიძლება პენალტი ყოფილიყო, როდესაც ბურთი ზურგზე მოხვდა.

ჯანდაბამდე გზა გქონიათ (Go f**k yourselves!)“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები