ედენ აზარის უარი
Aa
Aa

ედენ აზარის უარი "ჩელსის" ქომაგებს

როგორც ჩანს ლონდონის „ჩელსის“ ბელგიელ სუპერვარსკლავს, ედენ აზარს, „სტემფორდ ბრიჯის“ დატოვება გადაწყვეტილი აქვს. 28 ფეხბურთელის გადაბირება ზინედინ ზიდანის „რეალს“ სურს. ესპანურ გამოცემებს თუ დავუჯერებთ „სამეფო კლუბმა“ ედენისგან თანხმობა უკვე მიიღო და ახლა მათი მთავარი ამოცანა „ლურჯების“ დაყოლიებაა.

რამდენიმე საათის წინ „ნისლიან ალბიონზე“ ვიდეო გავრცელდა, რომელმაც „ჩელსის“ ქომაგებს იმედები ალბათ საბოლოოდ გადაუწურა. კადრებში ჩანს „არისტოკრატების“ გულშემატკივრები, რომლებიც ავტომობილით მგზავრობისას ედენ აზარს ხვდებიან. ისინი ბელგიელ შემტევს „ჩელსიში“ დარჩენას სთხოვენ, რაზეც აზარი უარის ნიშნად თავს აქნევს.

 

აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით უცნობია ზუსტად როდის გახლავთ ვიდეო გადაღებული, თუმცა ნელ-ნელა აშკარა ხდება, რომ ედენი „სტემფორდ ბრიჯზე“ დარჩენას აღარ აპირებს. The Sun-ის ცნობით აზარი ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით კმაყოფილია და მადრიდში გადასასვლელად სამზადისსაც შეუდგა.

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა იმასაც აცხადებს, რომ აზარის წარმომადგენლებმა ლონდონის „ჩელსის“ მესვეურებს პირობის შესრულება სთხოვეს. „არისტოკრატებმა“ შარშან ბელგიელ ფეხბურთელს სიტყვა მისცეს, რომ თუ „სტემფორდ ბრიჯზე“ კიდევ ერთ სეზონს გაატარებდა კლუბიდან უპრობლემოდ გაუშვებდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები