კაპელო დიდ ფეხბურთში ბრუნდება?
Aa
Aa

კაპელო დიდ ფეხბურთში ბრუნდება?

როგორც მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ანტონიო კონტე იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს და დიდი ალბათობით, ლონდონის „ჩელსის“ ჩაიბარებს. მის შემცვლელად რამდენიმე კანდიდატი სახელდება. მათ შორის კი ერთ-ერთი ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტი, ფაბიო კაპელოა. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კომენტარი თავად 69 წლის სპეციალისტმაც გააკეთა და როგორც მისი სიტყვებიდან ჩანს, იგი „სკუადრა აძურას“ ჩაბარების წინააღმდეგი სულაც არ არის.

„იტალიის ნაკრები? ამჟამად ტელევიზიით ვარ დაკავებული, თუმცა გამორიცხული არაფერია. არასოდეს თქვა არასოდეს! ჯერ-ჯერობით ამაზე არც კი მიფიქრია. რუსეთი იმისათვის დავტოვე, რომ საფეხბურთო კომენტატორი გავმხდარიყავი, რაც ძალიან მომწონს. ვისვენებ, მაგრამ მოლოდინის რეჟიმში ვარ“ – განაცხადა ფაბიო კაპელომ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები