Aa
Aa

"ლივერპული" თადარიგს იჭერს - მანეს ნაცვლად დეპაი?

L'Equipe-ის ინფორმაციით, ზაფხულში "ლივერპული" მემფის დეპაის შეძენას შეეცდება, რომელსაც სადიო მანეს შესაძლო შემცვლელად განიხილავს.

როგორც ცნობილია, მადრიდის "რეალი" სადიო მანეს აკვირდება და მისი შეძენის სურვილი აქვს. აქედან გამომდინარე "მერსისაიდელები" თავის დაზღვევას გეგმავენ და "ლიონის" ჰოლანდიელი შემტევის მიმართ ინტერესს იჩენენ.

მანეს შეძენას თავად ზიდანი ითხოვს. სენეგალელი გარემარბი კი როგორც ჩანს წასვლის წინააღმდეგი დიდად არ არის.

წყაროს თანახმად, დეპაისთან მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში დაიწყება. ტრანსფერმარკეტზე ჰოლანდიელი შემტევი 50 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის დეპაი 2015-2017 წლებში "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას იცავდა, თუმცა გაცემული ავანსები ვერ გაამართლა და "მანკუნიანელებმა" ის "ლიონში" გაყიდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები