ახალი რეკორდი! - ბასილაშვილი მსოფლიოს მე-17 ჩოგანია!
Aa
Aa

ახალი რეკორდი! - ბასილაშვილი მსოფლიოს მე-17 ჩოგანია!

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ახალი პირადი სარეიტინგო რეკორდი დაამყარა და მსოფლიო კლასიფიკაციის მე-17 ადგილზე აინაცვლა. ქართველმა ჩოგბურთელმა წინა კვირასთან შედარებით 2 პოზიცია მოიგო.

ბასილაშვილმა მაიამის მასტერსის 1/8 ფინალში გასვლით, 90 ქულა გამოიმუშავა, რისი წყალობითაც რეინტინგში ფაბიო ფონინისა და გაელ მონფილსს გადაასწრო. ნიკას აქტივში 1930 ქულაა, იგი მე-16 ნომერ მარკო ჩეკინატოს - 91-ით, ხოლო მე-15 ადგილოსან მილოშ რაონიჩს 210 ქულით ჩამორჩება.

ნიკოლოზ ბასილაშვილს წლევანდელ სეზონში ჰამბურგისა და პეკინის ტურნირებზე ტიტული აქვს დასაცავი, ზაფხულამდე კი ქულების მოგროვების კარგი შანსი ექნება.

მომდევნო სერიოზული ტურნირი 14 აპრილიდან დაიწყება, როცა მონტე კარლოში საჩოგბურთო ელიტა შეიკრიბება და მასტერსის სერიის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები