ზიდანი „რეალის“ მთლიანად გადახალისებას აპირებს!
"Marca”-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი კლუბში ძირეული ცვლილებების განხორციელებას გეგმავს.
პირველ რიგში საუბარია ხამეს როდრიგესსა და ისკოზე, რომლებსაც ფრანგი სპეციოალისტი სავარაუდოდ გუნდიდან გაუშვებს. ზიდანის მისვლის შემდეგ, კოლუმბიელი შემტევი სათადარიგოთა სკამის ხშირი სტუმარი გახდა. ისკოს კი, გუნდში პრობლემები უკვე დიდი ხანია აქვს. რაც შეეხება მათ შემცვლელებს, ზინედინ ზიდანს „სამეფო გუნდში“ პოლ პოგბასა და ედენ აზარის ხილვა სურს. ასე, რომ მადრიდის „რეალის“ გულშემატკივრებს, წინ საკმაოდ "ცხელი" სატრანსფერო პერიოდი ელოდებათ.