შოთა არველაძის ბრწყინვალე გოლი ჰემპდენ პარკზე
Aa
Aa

შოთა არველაძის ბრწყინვალე გოლი ჰემპდენ პარკზე

ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, 2007 წლის 24 მარტს ალექს მაკლიშის გაწვრთნილმა შოტლანდიამ ''ჰემპდენ პარკზე'' საქართველოს ნაკრები 2:1 დაამარცხა.

ქვემოთმოცემულ ფოტოზე მარცხნიდან მარჯვნივ: ბარი ფერგიუსონი, ზურაბ ხიზანიშვილი, შოთა არველაძე, ალან მაკგრეგორი და კრის ბურკე. ხუთივე მათგანი გლაზგოს ''რეინჯერსში'' თანაგუნდელები იყვნენ. ფოტო შოტლანდია-საქართველოს მატჩის დაწყებამდეა გადაღებული. ამ პერიოდში ზურაბ ხიზანიშვილი ''ბლერქბერნის'' ფეხბურთელი იყო, შოთა არველაძე კი ''ალკმაარში'' თამაშობდა.

ალექს მაკლიშმა შემდეგ მოთამაშეებზე შეაჩერა არჩევანი : კრეიგ გორდონი, გრემ ალექსანდერი, გარი ნეისმიტი, დევიდ უეირი, სტივენ მაკმანუსი, ბარი ფერგიუსონი (კაპ), გარი ტილი (სკოტ ბრაუნი 60), პოლ ჯეიმს ჰარტლი, კენი მილერი (შონ მელოუნი 90), კრის ბოიდი (კრეიგ ბიტი 76), ლი მაკკალოჰი

კლაუს ტოპმიოლერმა შემდეგი ფეხბურთელები ათამაშა: გიორგი ლომაია, ლევან ცქიტიშვილი (დავით მუჯირი 90), ლევან კობიაშვილი (კაპ), შოთა არველაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, ზურაბ მენთეშაშვილი (გოგიტა გოგუა 46), ლაშა სალუქვაძე, ზაალ ელიავა, გიორგი დემეტრაძე, გიორგი შაშიაშვილი, ლადო ბურდული (დავით სირაძე 57)

ლევან კობიაშვილი, გიორგი ლომაია და შოთა არველაძე ჰიმნის შესრულებისას

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა შოთა არველაძემ ეროვნულ გუნდში უკანასკნელი მატჩი ''ჰემპდენ პარკზე'' ჩაატარა და თავური დარტყმით ბრწყინვალე გოლი გაიტანა. მან ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 61-ე შეხვედრაში 26 გოლი გაიტანა და დღემდე მისი შედეგი ეროვნული გუნდის ისტორიაში საუკეთესოა. მეორე პოზიციაზე 17 გოლით თემურ ქეცბაიაა, ხოლო მოქმედი ფეხბურთელებიდან ვაკო ყაზაიშვილი და ჯაბა კანკავა 10-10 გოლით მე-6 ადგილს იყოფენ.

დემეტრაძის ბრწყინვალე თამაში და არველაძის ოსტატური შესრულება


 

მე-11 წუთზე კრის ბოიდის გოლით შოტლანდია დაწინაურდა. 41-ე წუთზე შოთა არველაძემ ანგარიში გაათანაბრა. 89-ე წუთზე კრეიგ ბიტის გოლით ალექს მაკლიშის გუნდმა გამარჯვება მოიპოვა.

ევრო 2008-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კლაუს ტოპმიოლერი წვრთნიდა. შოტლანდიის ნაკრებთან საპასუხო მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით 2:0 დასრულდა. თბილისში ლევან მჭედლიძისა და დავით სირაძის გოლებით ტოპმიოლერის გუნდმა შოტლანდიას მნიშვნელოვანი ქულები დააკარგვინა.

ფოტო: gettyimages

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები