რონალდუმ
Aa
Aa

რონალდუმ "რომას" ფეხბურთელები დაამცირა

დღეს „ჩემპიონთა ლიგის“ მერვედფინალური ეტაპის შეხვედრაში, იტალიური „რომა“ საკუთარ მოედანზე მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს. მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ზინედინ ზიდანთან ერთად ჟურნალისტებს კრიშტიანუ რონალდუც გაესაუბრა, რომელმაც ერთ-ერთ ეპიზოდში „რომას“ ფეხბურთელებისადმი საკმაოდ დამამცირებელი განცხადება გააკეთა.

„მადრიდის „რეალის“ „ჩემპიონთა ლიგაზე“ ასპარეზობა ამ ტურნირს კიდევ უფრო დიდ ხიბლს სძენს. ფეხბურთელები ყოველთვის მოტივირებულნი ვართ და გათამაშების ვადაზე ადრე დასრულება ნებისმიერი ჩვენგანისთვის ნამდვილი კატასტროფაა. „რომასთან“ რთული თამაში გველის, თუმცა გამარჯვება აუცილებლად უნდა მოვიპოვოთ. ვფიქრობ, რომაელებს კარგი გუნდი ჰყავთ, რომელშიც მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობენ. რაც შეეხება მაისურის გაცვლას, ახლა „რომაში“ არავინ თამაშობს ისეთი, ვისთანაც მაისურს გავცვლიდი. თუმცა თუ მეტოქე გუნდის რომელიმე ფეხბურთელი მთხოვს, ამას უპრობლემოდ გავაკეთებ“ - განაცხადა პორტუგალიელმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები