სერხიო რამოსი გამოიჭირეს?!
Aa
Aa

სერხიო რამოსი გამოიჭირეს?!

„აიაქსთან“ მატჩში სერხიო რამოსის მიერ მიღებულ ყვითელ ბარათს დიდი რეზონანსი მოჰყვა. "რეალის" კაპიტანმა თავდაპირველად ყველაფერი აღიარა, მაგრამ შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აბსოლუტურად განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა.

ესპანურ პრესაში ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე სტატია დაიწერა, რომელთაგან ყველაზე საინტერესო “MARCA”-ს ეკუთვნის. გავლენიანმა გამოცემამ ვიდეოჩანაწერიც გამოაქვეყნა, სადაც რამოსის „დანაშაულია“ ასახული.

"MARCA"-ს მტკიცებით რამოსმა ყვითელი ბარათის მიღება არ მიღების საკითხის შესახებ კონსულტაცია, ჯერ თანაგუნდელებთან გაიარა, შემდეგ კი სათადარიგო სკამს მიუბრუნდა, ჟესტით ბარათზე მიანიშნა და ჩაილაპარაკა: „ყვითელი ბარათი მივიღო“?

ამ მომენტიდან რამდენიმე წამის შემდეგ სერხიომ მეორე გაფრთხილება „დაისაკუთრა“ და მომდევნო თამაშს გამოტოვებს, თუმცა საქმე ასე იოლად ნამდვილად არ გახლავთ.

 

როგორც ბრიტანული და ეპსანური გამოცემები წერენ, რამოსი ამჯერად ვეღარ გამოძვრება და „აიაქსთან“ მიღებული ყვითელი ბარათი, შესაძლოა ერთის ნაცვლად, ორი შეხვედრის გამოტოვებად დაუჯდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ „სამეფო კლუბის" კაპიტანი მეოთხედფინალის პირველ დაპირისპირებაში გუნდს ვერ დაეხმარება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები