რობერტო კარლოსმა ლიონელ მესი გააკრიტიკა
Aa
Aa

რობერტო კარლოსმა ლიონელ მესი გააკრიტიკა

„პრიმერადივიზიონის“ 24-ე ტურში, „ბარსელონასა“ და „სელტას“ შორის გამართულ შეხვედრას (6-1) მადრიდის „რეალის“ ყოფილი მარცხენა მცველი, რობერტო კარლოსიც გამოეხმაურა და ლიონელ მესის საქციელი გააკრიტიკა.

„მადრიდის „რეალისთვის“ საჩემპიონო ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. „ბარსელონა“ მხოლოდ 3 ფეხბურთელზე არის აწყობილი. როდესაც კატალონიურ გუნდზე საუბრობენ, მხედველობაში ჰყავთ მესი, ნეიმარი და სუარესი. „რეალი“ კი ძლიერია როგორც მთლიანი გუნდი. ასე, რომ „სამეფო გუნდი“ „ბარსელონაზე“ ძლიერად მიმაჩნია და ვფიქრობ, რომ ეს სეზონის ფინიშზეც დადასტურდება. რაც შეეხება მესის მიერ „სელტასთან“ შესრულებულ პენალტს, მას მხოლოდ და მხოლოდ უარყოფითად ვაფასებ! ფეხბურთში შოუს ადგილი არ არის“ - განაცხადა რობერტო კარლოსმა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები