Aa
Aa

"რეალის" საიმიჯო ფოტოზე კრიშტიანუ რონალდუ ვინისიუსმა ჩაანაცვლა

მადრიდული გამოცემა Marca, ბუნებრივია, "რეალის" გარშემო მიმდინარე მოვლენებს განსაკუთრებულად აკვირდება და თითოეულ დეტალს სიღრმისეულად წარმოაჩენს. პოპულარული გამოცემის დაკვირვების ობიექტი ამჯერად "ბლანკოსის" საიმიჯო ფოტო აღმოჩნდა.

Marca აღნიშნავს, რომ გასული სეზონის რამდენიმე გასვლითი შეხვედრისთვის სხვა ქალაქში ჩასული "რეალი" საიმიჯო ფოტოს ავრცელებდა და ცდილობდა, რომ იგი გუნდის ვარსკვლავებისთვის გადაეღო, ასეთები კი ხშირად მარსელო, კაზემირო და კრიშტიანუ რონალდუ იყვნენ.

როგორც ჩანს, კაზემირო კვლავ პოპულარულ სახედ რჩება, მარსელომ აქტუალობა დაკარგა, "იუვენტუსში" გადაბარგებულ კრიშტიანუს კი შემცვლელი მოუძებნეს. პორტუგალიელის ნაცვლად, ფოტოზე ვინისიუს ჟუნიორს ვხედავთ, რომელიც ფოტოში აშკარად რონალდუს ადგილს იკავებს.

შესაძლოა, ბევრს აღნიშნული ფაქტი უბრალო ფორმალობად მოეჩვენოს, თუმცა დიდ კლუბებში მსგავს საიმიჯო სვლებს საკმაო ყურადღება ეთმობა და ვინისიუსს მნიშვნელოვანი როლის მორგება მოუხდა, მას ამ ნაბიჯით ნდობა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს.

მადრიდის "რეალი" ამჟამად ამსტერდამში იმყოფება და ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8 ფინალური მატჩისთვის ემზადება, რომელშიც გუნდი "აიაქსს" უნდა შეხვდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები