ჯიმი ბატლერმა „მანჩესტერ იუნაიტედს“ დასცინა
Aa
Aa

ჯიმი ბატლერმა „მანჩესტერ იუნაიტედს“ დასცინა

„პსჟ“-სთან „მანჩესტერ იუნაიტედის“ მარცხი ბევრმა ასპექტმა განაპირობა. ანხელ დი მარიას ბრწყინვალება, კილიან მბაპეს სისწრაფე, მარკო ვერატის მშვენიერი გამოსვლა, ფაქტი, რომ „წითელ ეშმაკებს“ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ეგიდით პლეიოფის მხოლოდ ერთი შეხვედრა აქვთ მოგებული და ა.შ.

„ფილადელფია სევენთი სიქსერსის“ კალათბურთელის, ჯიმი ბატლერის, აზრით კი მანჩესტერელებმა აბსოლუტურად სხვა მიზეზის გამო წააგეს.

„ფილას“ სუპერვარსკლავმა „ოცნებათა თეატრის“ მკვიდრებს „თვითერის“ საკუთარ გვერდზე დასცინა და ასეთი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა.

„არა ნეიმარი, არა კავანი, პრობლემა არაა“. 

„მანჩესტერ იუნაიტედს“ ნეიმარის მოჩვენების შეეშინდა“.

აღსანიშნავია, რომ მთლად კარგად საქმე არც ჯიმი ბატლერის გუნდს აქვს. გამთენიისას „სევენთი სიქსერსმა“ პრინციპულ მეტოქესთან, „ბოსტონ სელტიქსთან“, 112-109 წააგო. ბატლერმა აქტივში 22 ქულა, 9 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.

ასევე იხილეთ - „მორდორი“ საფეხბურთო სტადიონზე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები