ჯერვონტა დევისი ფლოიდ მეივეზერის გზას გაუყვება
ფლოიდ მეივეზერის პროტეჟემ, ჯერვონტა დევისმა, კარიერაში 21-ე გამარჯვება მიითვალა და უგო რუისი უპრობლემოდ დაამარცხა. 24 წლის ამერიკელმა მეტოქეს ტექნიკური ნოკაუტით პირველივე რაუნდში სძლია და WBA-ის საჩემპიონო ქამრის შენარჩუნება მოახერხა
Gervonta ‘Tank’ Davis finishes Ruiz in RD1‼️@Gervontaa ????????????????????
— CHAMPSIDE (@theCHAMPSIDE) February 10, 2019
Comment ⬇️
Follow @thechampside ????????#champside #boxing #gervontadavis #davisruiz pic.twitter.com/Qh90UK9y7k
ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ დევისის სამომავლო გეგმების შესახებ მისმა მენეჯერმა, ფლოიდ მეივეზერმა, ისაუბრა. „მანის“ თქმით ჯერვონტას გულშემატკივრებს დიდი ლოდინი არ მოუწევთ და სულ მალე იგი ყველასათვის „ცნობილ“ ტენშინ ნასუკავას, შეერკინება.
„აპრილში დევისი საგამოფენო შეხვედრას ტენშინ ნასუკავას წინააღმდეგ გამართავს. ორთაბრძოლა იაპონიაში ჩატარდება, რინგზე კი მაისში დაბრუნდება, თუ რა თქმა უნდა ამისთვის მზად იქნება. მისით ძალიან ვამაყობ და ბედნიერი ვარ“.
„კიდევ ერთხელ ვაცხადებ, დევისი აპრილში ტენშინს გაეჯიბრება მაისში კი ნამდვილ ორთაბრძოლას გამართავს და საჩემპიონო ქამრის დაცვას შეეცდება“.
შეგახსენებთ, რომ მეივეზერს ნასუკავას დასამარცხებლად 139 წამი დასჭირდა. რაც შეეხება დევისს, იგი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება და ნოკაუტით მიჯრით მეთორმეტე შერკინებაში იმარჯვა.
ასევე იხილეთ - ჯერვონტა დევისი - კრივის ამომავალი ვარსკლავი