Aa
Aa

NBA-ის მატჩების მიმოხილვა

ფილადელფია - ტორონტო 107 – 119

გამთენიისას აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერთა ჯახი „ტორონტოს“ გამარჯვებით დასრულდა. „რეპტორსმა“ „ფილადელფიას“ შანსი არ დაუტოვა და მისსავე პარკეტზე 12 ქულიანი სხვაობით სძლია.

კანადელებმა წარმატებას გუნდური კალათბურთის ხარჯზე მიაღწიეს. „ტორონტოს“ რიგებში მინიმუმ 20 ქულა სამმა მოთამაშემ დააგროვა, 10 ქულიანი ნიშნული კი ჯამში ექვსმა კალათბურთელმა გადალახა.

„რეპტორსს“ 24 ქულით კავაი ლეონარდმა ულიდერა. კაილ ლოურიმ თავი 20 ქულას მოუყარა. სერჟ იბაკა მორიგი ორმაგი დუბლით გამოირჩა - 20 ქულა, 10 მოხსნა. სათადარიგო სკამიდან შემოსული ნორმან პაუელი კი 14 ქულას დასჯერდა.

„ფილადელფიას“ მხრიდან 37 ქულითა და 13 მოხსნით საუკეთესო ჯოელ ემბიდი გახლდათ. ბენ სიმონსმა მატჩი 20 ქულით დაასრულა, ჯიმი ბატლერმა კი 18 ქულა დააგროვა.

ინდიანა - ლეიკერსი 136 – 94

ლებრონ ჯეიმსის „ლეიკერსმა“ სრული კატასტროფა განიცადა. ლოს-ანჯელესური გუნდი სტუმრად „ინდიანასთან“ 42 ქულიანი სხვაობით დამარცხდა. „მეფეს“ კარიერის მანძილზე ამხელა სხვაობით არასდროს წაუგია.

„პეისერსს“ 24 ქულით ბოიან ბოგდანოვიჩმა ულიდერა. მაილს ტერნერმა აქტივში 22 ქულა ჩაიწერა. საბონისი, სამნერის და ჰოლიდეის ტრიომ კი ჯამში 51 ქულა გაიფორმეს.

ლებრონ ჯეიმსმა 18 ქულა დააგროვა. ჯავალ მაკგი 16 ქულას დასჯერდა. ლენს სტივენსონმა კი 13 ქულა მიითვალა.

სხვა მატჩების შედეგები

შარლოტი - კლიპერსი 115 – 117

კლივლენდი - ბოსტონი 96 – 103

ნიუ იორკი - დეტროიტი 92 – 105

მემფისი - მინესოტა 108 – 106

ოკლაჰომა - ორლანდო 132 - 122

პორტლენდი - მაიამი 108 – 118

.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები