სუპერტრეიდი! ტობაიას ჰერისი „ფილადელფიაში“ გაუშვეს!
Aa
Aa

სუპერტრეიდი! ტობაიას ჰერისი „ფილადელფიაში“ გაუშვეს!

გავლენიანი ამერიკული გამოცემის, ESPN-ის ცნობით, რამდენიმე წუთის წინ „ფილადელფიასა“ და „ლოს-ანჯელეს კლიპერსს“ შორის სენსაციური გაცვლა განხორციელდა.

„კლიპერსმა“ ტობაიას ჰერისი, ბობან მარიანოვიჩი და მაიკ სკოტი გაუშვა და სანაცვლოდ ლენდრი შამეტი, უილსონ ჩენდლერი და მაიკ მუსკალა მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციით ლოს-ანჯელესურმა გუნდმა 2020 და 2021  წლების დრაფტის არჩევანის პირველი რაუნდის პიკიც დაისაკუთრა, რასაც „სიქსერსმა“ 2021 და 2023-ის მეორე რაუნდის უფლებებიც დაუმატა.

ტობაის ჰერისი წლევანდელ სეზონში „კლიპერსის“ ერთ-ერთი ლიდერი იყო. იგი საშუალოდ 20.7 ქულას, 7.9 მოხსნას და 2.7 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები