კურტუა: ''ნეიმარი თუ აზარი? უპირატესობას ედენს ვანიჭებ''
მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მადრიდის ''რეალმა'' შესაძლოა ნეიმარი ან ედენ აზარი გადაიბიროს. ამ თემაზე ''სამეფო კლუბის'' კარის დარაჯი ბელგიურ მედიას ესაუბრა. მისი თქმით უმჯობესი იქნება თუ ესპანური გრანდი მის თანამემამულეს, ედენ აზარს შეიძენს.
მადრიდის ''რეალის'' მაკარე ბელგიურ Het Nieuwsblad-ს ესაუბრა.
''მე უპირატესობას ედენს მივანიჭებდი, ნამდვილად მომწონს ის, მაგრამ ეს საკითხი კლუბის მმართველებს, კლუბის ხელმძღვანელებს ეხებათ. არ ვიცი რა მოხდება, ეს კითხვა მე არ მეხება, ამ კითხვით კლუბის მენეჯმენტში დასაქმებულ პირებს უნდა მიმართოთ.
ამჟამად ქარიმ ბენზემა კარგ ფორმაშია, მან უკვე 17 გოლი გაიტანა.გარეტ ბეილისთვის სეზონი კარგად დაიწყო, თუმცა შემდეგ ტრავმებმა შეაწუხა. ხედავთ რომ მაღალი ხარისხის ფეხბურთს ვთამაშობთ, თუმცა ზოგჯერ ვერ ვახერხებთ გოლების გატანას.''
Having the best day, thanks to you all!!! #family #fifaworldcup pic.twitter.com/G4la59C9eQ
— Eden Hazard (@hazardeden10) July 15, 2018
ედენ აზარისა და ნეიმარის ტრანსფერზე მუშაობამდე სანტიაგო სოლარის გუნდი ესპანეთის ჩემპიონობისთვის იბრძვის. 21 ტურის შემდეგ ლა ლიგაში ''ბარსელონა'' 49 ქულით პირველ ადგილზეა და 10 ქულით უსწრებს მესამეადგილოსან მადრიდის ''რეალს.'' მეორე პოზიციაზე 44 ქულით დიეგო სიმეონეს მადრიდის ''ატლეტიკოა.''
''ჩვენ არ ვუყურებთ სხვა გუნდებს, ჩვენ მხოლოდ გუნდის შენებაზე ვფიქრობთ'' - აღნიშნა კურტუამ ბელგიურ გამოცემასთან საუბარში.