Aa
Aa

NBA-ის მატჩების მიმოხილვა

ტორონტო - მილუოკი 92 – 105

NBA-ის მორიგი სათამაშო დღის ცენტრალური მატჩი კანადაში შედგა. „სკოტიაბენქ არენაზე“ ერთმანეთს აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერები, „ტორონტო“ და „მილუოკი“ დაუპირისპირდნენ.

შეხვედრამ გაცემული ავანსები ვერ გაამართლა და სტუმრების დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. „ბაქსმა“ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და იოლად სძლია.

„ხარირმებმა“ წარმატებას გუნდური კალათბურთის ხარჯზე მიაღწიეს. „მილუოკის“ რიგებში 10 ქულიანი ნიშნული ერთბაშად 7-მა მოთამაშემ გადალახა. საუკეთესო კი ტრადიციულად იანის ანტეტოკოუნმპო გახლდათ, რომელმაც 19 ქულასთან ერთად 9 მოხსნა მიითვალა. კრის მიდლტონი 18 ქულას დასჯერდა. ერიკ ბლედსოუმ კი აქტივში 14 ქულა ჩაიწერა.

„რეპტორსის“ ლიდერს, კავაი ლეონარდს, თამაში არ წაუვიდა და 20-დან მხოლოდ 7 ტყორცნა გამოიყენა. კანადელების რიგებში ყველაზე მეტი, 28 ქულა, პასკალ სიაკამმა დააგროვა. სერჟ იბაკამ ორმაგი დუბლი გაიფორმა - 12 ქულა, 10 მოხსნა.

გოლდენ სტეიტი - ფილადელფია 104 – 113

NBA-ის მოქმედი ჩემპიონის, „გოლდენ სტეიტის“, 11 მატჩიანი წაუგებელი სერია „ფილადელფიასთან“ შეწყდა. „მეომრებმა“ პირველი ნახევარი კარგად ჩაატარეს, თუმცა მესამე მეოთხედი ჩააგდეს და 42-26 წააგეს.

„სევენთი სიქსერსს“ 26-26 ქულით ჯოელ ემბიდმა და ბენ სიმონსმა ულიდერეს. ჯეი ჯეი რედიკმა აქტივში 15 ქული ჩაიწერა. ლენდრი შემეტი კი 10 ქულას დასჯერდა.

„უორიორსის“ მხრიდან 41 ქულით სტეფ კარი გამოირჩა. კევინ დურანტმა თავი 25 ქულას მოუყარა. კევონ ლუნიმ 14 ქულა მიითვალა.

სხვა მატჩების შედეგები

სან ანტონიო - ბრუკლინი 117 – 114

დეტროიტი - დალასი 93 – 89

ორლანდო - ინდიანა 107 – 100

კლიპერსი - ლეიკერსი 120 - 123

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები