ყველა ვარსკვლავის მატჩის მონაწილეთა ვინაობა ცნობილია
გამთენიისას ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ ყველა ვარსკლავის მატჩის მონაწილე გუნდები სრულად დააკომპლექტა. დასავლეთ კონფერენციის სათადარიგო სკამზე ადგილს ენტონი დევისი, ლამარკუს ოლდრიჯი, ნიკოლა იოკიჩი, დემიენ ლილარდი, კლეი ტომპსონი, კარლ-ენტონი თაუნსი და რასელ უესტბრუკი დაიკავებენ.
აღმოსავლეთ კონფერენციაში კი გულშემატკივრები ბრედლი ბილს, ბლეიკ გრიფინს, კაილ ლოურის, კრის მიდლტონს, ბენ სიმონსს, ნიკოლა ვუჩევიჩს და ვიქტორ ოლადიპის იხილავენ. ამ უკანასკნელს ტრავმა აწუხებს და მისი შემცვლელის ვინაობა უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
შარშანდელის მსგავსად კაპიტნები, ლებრონ ჯეიმსი და იანის ანტეტოკოუნმპო გუნდებს „ოლ სტარის“ დრაფტზე აირჩევენ, რომელიც 8 თებერვალს გაიმართება. რაც შეეხება უშუალოდ ყველა ვარსკლავის მატჩს, იგი 18 თებერვალსაა ჩანიშნული.