კრისტაპს პორზინგისი
Aa
Aa

კრისტაპს პორზინგისი "დალასს" შეუერთდება

რამდენიმე წუთის წინ ამერიკულ პრესაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. როგორც ცნობილი გახდა "ნიუ იორკსა" და "დალასს" შორის გაცვლა განხორციელდა და "ნიქსის" სუპერვარსკლავი, კრისტაპს პორზინგისი, კარიერას ტეხასურ გუნდში გააგრძელებს.

ტრეიდის მიხედვით "მავერიქსი" კრისტაპს პორზინგისს, ტიმ ჰარდაუეი ჯუნიორს და კორტნი ლის მიიღებს. "ნიუ იორკში" კი დენის სმიტ ჯუნიორი, დეანდრე ჯორდანი და უესლი მეთიუზი გადავლენ. აღსანიშნავია, რომ "მავსი" დრაფტის პირველი რაუნდის არჩევანის უფლებასაც შეელევა.

პორზინგისი "ნიუ იორკის" გამოსვლით დიდი ხანია უკმაყოფილოა და გუშინ გუნდის მესვეურებს შეხვდა. როგორც ჩანს მათ შორის შეთანხმება ვერ შედგა და ლატვიელი ცენტრი ადგილსამყოფელს შეიცვლის.

შეგახსენებთ, რომ კრისტაპს აქილევსის მყესის ტრავმა აწუხებს. შარშანდელ სეზონში იგი საშუალოდ 22. 7 ქულას, 6.6 მოხსნას და 1.2 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები