პოჩეტინო: "ვერ დაგპირდებით, რომ მომდევნო სეზონშიც ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ვიქნები"
ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა.
არგენტინელი სპეციალისტი გარანტიას ვერ იძლევა, რომ მომდევნო სეზონშიც კლუბში დარჩება.
„მე ვერ დაგპირდებით, რომ მომდევნო სეზონშიც ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ვიქნები. ეს მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტი არ გახლავთ. ასეთი რაღაცები კლუბის ხელმძღვანელებმა უნდა გადაწყვიტონ.
მე ხელშეკრულებას ხელი მოვაწერე, რომელიც 5 წლიანი გახლავთ და მას პატივს ვცემ, თუმცა ხუთწლიანი კონტრაქტი არ ნიშნავს, რომ თქვენ აქ სამუდამოდ იქნებით.

მე მიყვარს ჩემი სამუშაო და მიყვარს დიდი გამოწვევები. როდესაც „ტოტენჰემი“ ჩავიბარე ვიცოდი, რომ ეს რთული სამუშაო იქნებოდა.
ჩვენ ჩვენი წარმატების მსხვერპლი ვართ. კლუბი სხვა დონეზე იყო. მე ძალიან პოზიტიური ადამიანი ვარ - ვგეგმავ, რომ გუნდს ბოლომდე გვერდში დავუდგე, რათა ის მიზანი რაც ყველას სურს ბოლომდე იქნას მიყვანილი“.
შეგახსენებთ, რომ პოჩეტინოს მომავალს ევროპული პრესა „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და მადრიდის „რეალს“ აქტიურად უკავშირებს.