Aa
Aa

ოლადიპოსთვის სეზონი დასრულებულია?

„ინდიანა პეისერსის“ სუპერვარსკლავმა, ვიქტორ ოლადიპომ, მძიმე ტრავმა მიიღო. 26 წლის ფეხბურთელმა „ტორონტოსთან“ მატჩში მარჯვენა მუხლი დაიზიანა და პარკეტის საკაცით დატოვება მოუწია. ESPN-ის ინფორმაციით საქმე სერიოზულადაა და შესაძლოა წელს „დიპო“ მოედანზე ვეღარ ვიხილოთ.

„ინდიანას“ მსროლელ მცველს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია პარასკევს ჩაუტარდება და დეტალები სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი. „პეისერსის“ წარმომადგენლები შიშობენ, რომ ოლადიპოს ოპერაციის გაკეთება დასჭირდება და სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს.

ოლადიპო „ინდიანას“ უდავო ლიდერია და მის გარეშე გუნდს წარმატების მიღწევა ძალიან გაუჭირდება. „დიპო“ საშუალოდ 19.2 ქულას. 5.7 მოხსნას და 5.3 ჩაჭრას აგროვებს. რაც შეეხება „პეისერსს“, ნეით მაკმილანის კოლექტივი 32 მოგებითა და 15 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მესამე ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები