Aa
Aa

NBA-ის მატჩების მიმოხილვა

ინდიანა - ტორონტო 110 – 106

კონფერენციის ფავორიტების დაპირისპირებით გაიხსნა. „ინდიანა პეისერსმა“ საკუთარ მოედანზე „ტორონტო“ მიიღო და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ნეით მაკმილანის გუნდს 23 ქულითა და 15 მოხსნით თადეუს იანგმა ულიდერა. დარენ კოლისონი 17 ქულით გამოირჩა. ბოიან ბოგდანოვიჩი კი 16 ქულას დასჯერდა. „პეისერსის“ წარმატების მიუხედავად გუნდის ქომაგებს საქმე სასიხარულოდ ნამდვილად არ აქვთ. „ინდიანას“ სუპერვარსკლავმა, ვიქტორ ოლადიპომ, ტრავმა მიიღო და შესაძლოა წლევანდელ სეზონში პარკეტზე ვეღარ ვიხილოთ.

რაც შეეხება „ტორონტოს“, კანადელთა მხრიდან საუკეთესო სერჟ იბაკა გახლდათ, რომელმაც ორმაგი დუბლი გაიფორმა - 23 ქულა, 11 მოხსნა. კაილ ლოურიმ თავი 20 ქულას მოუყარა. პასკალ სიაკამმა კი შეხვედრა 16 ქულით დაასრულა.

იუტა - დენვერი 114 – 108

გამთენიისას გამართული შეხვედრებიდან ყველაზე დიდ ინტერესს „იუტასა“ და „დენვერის“ დაპირისპირება იწვევდა. „ჯაზმენები“ საოცარ ფორმაში იმყოფებიან, რაც „ნაგეთსთან“ მატჩში კიდევ ერთხელ დაამტკიცეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

„იუტას“ 35 ქულით დონოვან მიჩელმა ულიდერა. რიკი რუბიო 17 ქულით გამოირჩა, რუდი გობერი 15 ქულასა და 10 მოხსნას დასჯერდა. ჯო ინგლსმა კი შეხვედრა 14 ქულით დაასრულა.

„დენვერის“ მხრიდან საუკეთესო ნიკოლა იოკიჩი გახლდათ. სერბმა ცენტრმა 28 ქულასთან ერთად 21 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა. უილ ბარტონმა 22 ქულა მიითვალა. გერი ჰერისმა კი გუნდს 16 ქულა შესძინა.

სხვა მატჩების შედეგები

ბოსტონი - კლივლენდი 123 – 103

ბრუკლინი - ორლანდო 114 – 110

მაიამი - კლიპერსი 99 – 111

ნიუ იორკი - ჰიუსტონი 110 – 114

ჩიკაგო - ატლანტა 101 – 121

მემფისი - შარლოტი 107 – 118

ნიუ ორლეანი - დეტროიტი 94 – 98

ფილადელფია - სან ანტონიო 122 – 120

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები