Aa
Aa

NBA-ის გასული ტურის მატჩების მიმოხილვა

ოკლაჰომა - პორტლენდი 123 – 114

გამთენიისას რასელ უესტბრუკის „ოკლაჰომამ“ მიჯრით მესამე შეხვედრა მოიგო. „თანდერმა“ საკუთარ პარკეტზე დემიენ ლილარდის „პორტლენდს“ უმასპინძლა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ოკლაჰომელებს 36 ქულით პოლ ჯორჯმა ულიდერა. რასელმა სამმაგი დუბლი გაიფორმა და აქტივში 29 ქულა, 10 მოხსნა და 14 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. სტივენ ადამსი 14 ქულას დასჯერდა, დენის შროდერმა კი გუნდს 13 ქულა შეაწია.

„ტრეილ ბლეიზერსის“ რიგებში 34 ქულით საუკეთესო დემიენ ლილარდი გახლდათ. სი ჯეი მაკკოლუმმა 31 ქულა დააგროვა. იუსუფ ნურკიჩი 22 ქულითა და 15 მოხსნით გამოირჩა.

დალასი - კლიპერსი 106 – 98

„დალას მავერიქსი“ საკუთარ პარკეტზე შესანიშნავად გამოიყურება და ეს „კლიპერსთან“ მატჩში კიდევ ერთხელ დამტკიცდა. ტეხასელებმა პლეიოფის ზონაში მყოფი „კლიპერსი“ მიიღეს და ტრიუმფის მიღწევა არ გასჭირვებიათ.

„დალასმა“ გამარჯვებას გუნდური კალათბურთის ხარჯზე მიაღწია. ჰარისონ ბარნსმა 20 ქულა დააგროვა. დონჩიჩი და დენის სმიტ ჯუნიორი 17-17 ქულას დასჯერდნენ. დევინ ჰერისმა კი მატჩი 13 ქულით დაასრულა.

„კლიპერსს“ 16 ქულით პატრიკ ბევერლიმ ულიდერა. ლუ უილიამსმა და ევერი ბრედლიმ 15-15 ქულა დააგროვეს.

სხვა მატჩების შედეგები

ტორონტო - საკრამენტო 120 - 105

ფინიქსი - მინესოტა 91 - 118

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები