დეანჯელო რასელის საოცარი შედეგი
"ბრუკლინ ნეთსის" ახალგაზრდა გამთამაშებელი, დეანჯელო რასელი ბრწყინვალე სეზონს ატარებს. 22 წლის კალათბურთელი გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ყალიბდება და ქომაგების იმედებს ამართლებს.
რასელმა წლევანდელ სეზონში "ნეთსის" მაისური 47-ჯერ მოირგო და საშუალოდ 19.2 ქულას აგროვებს. დეანჯელო განსაკუთრებით კარგად ბოლო შეხვედრებში გამოიყურებოდა და NBA-ის კვირის საუკეთესო მოთამაშის სტატუსი დაისაკუთრა.
უკანასკნელ ორ შეხვედრაში მან 71 ქულა მიითვალა და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში შევიდა. ამერიკული პრესის ინფორმაციით იგი ბოლო 50 წელიწადში პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც 2 თამაშში 70 ქულაზე მეტი საჯარიმო სროლის გარეშე ჩააგდო.
რასელმა "საკრამენტოს" წინააღმდეგ 31 ქულა დააგროვა, "ორლანდოსთან" მატჩში კი აქტივში 40 ქულა ჩაიწერა.