არც ველა, არც ლორენტე, არც სტუანი -
Aa
Aa

არც ველა, არც ლორენტე, არც სტუანი - "ბარსა" ბოატენგს იფორმებს!

ესპანური პრესა მოულოდნელ ინფორმაციას ავრცელებს. „ბარსელონამ“ ლუის სუარესის სათადარიგო ვარიანტი შეარჩია და „სასუოლოდან“ 31 წლის განელი შემტევი კევინ-პრინც ბოატენგი გადმოიბირა.

როგორც Marca და Sport-ი წერს, „ბლაუგრანამ“ იტალიურ კლუბთან პრინციპულ შეთანხმებას უკვე მიაღწია და ბოატენგი სეზონის ბოლომდე იჯარის წეისთ „კამპ ნოუზე“ ითამაშებს, ზაფხულში კი „ბარსას“ ფეხბურთელის გამოსყიდვის უპირატესი უფლება ექნება.

ვალვერდეს სათადარიგო 9 ნომრის შეძენა სურდა და კლუბმა როგორც ჩანს ოპტიმალურ ვარიანტს მიაგნო. ფეხბურთელი რომელსაც თადარიგში ყოფნისთვის არანაირი პრობლემა არ ექნება და თავის სათამაშო დროს გამოიყენებს.

ბოატენგისთვის ლა ლიგა უცხო არ გახლავთ. 2016-2017 წლების სეზონში „ლას პალმასის“ რიგებში მან 29 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 10 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემაც შეასრულა.

რაც შეეხება სერია ა-ს, ბოატენგმა „სასუოლოს“ რიგებში 15 მატჩი ჩაატარა და თავი 5 გოლით გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ განელს ტრავმის გამო 1 თვე გაუცდა.

შეგახსენებთ, რომ ბოატენგს კარიერის საუკეთესო წლები 2010-2013 წლებში „მილანში“ ჰქონდა.

უახლოეს საათებში ელიან, რომ „ბარსელონა“ ტრანსფერს ოფიციალურად დაადასტურებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები