რონალდუ და მესი პელეს უდიდეს რეკორდს დამხობით ემუქრებიან
21-ე საუკუნის ორი მონსტრი მესი და რონალდუ რეკორდების დამხობასა და დაუჯერებელი შედეგების დაფიქსირებას კვლავ განაგრძობს.
არგენტინელისა და პორტუგალიელისთვის გადაულახავი ბარიერი არ არსებობს.
თითქმის ყველა რეკორდის ავტორ ორ ლეგენდას კარიერის დასრულებამდე რამდენიმე რეკორდი კიდევ დარჩათ, რომლის დამხობა ნამდვილად შეუძლიათ.
ასეთი გახლავთ ფეხბურთის მეფის პელეს მიერ დაფიქსირებული დაუჯერებელი შედეგი 619 გოლი 638 შეხვედრაში „სანტოსის“ მაისურით.
ამ მომენტისთვის „ბარსას“ მაისურით 31 წლის ლეო მესის ანგარიშზე 661 შეხვედრაში 577 გოლია და მას 43 გოლი სჭირდება იმისთვის, რომ პელეს რეკორდი გააუმჯობესოს.

რაც შეეხება რონალდუს, საკლუბო დონეზე მის ანგარიშზე 789 შეხვედრაში 589 გოლია და 31 გოლის გატანის შემდეგ კრიშტიანუს პელეს რეკორდის დამხობა შეეძლება.

წლების წინ ვერავინ წარმოიდგენდა, თუ ვინმე ოდესმე პელეს რეკორდს დაემუქრებოდა, თუმცა ეს ორი დაუჯერებელი ფეხბურთელი ლოგიკის საზღვრებს სცდება და არაამქვეყნიურ შედეგებს აფიქსირებს.
თუ მიმდინარე სეზონში ვერა, სავარაუდოდ 2020-2021 წლების სეზონში ედსონ არანტეს დო ნასიმენტოს რეკორდი დაემხობა და ამას რონალდუ და მესი გააკეთებენ.