მენოტი არგენტინის ნაკრებში
არგენტინის ფეხბურთის ხელმძღვანელემა კლაუდიო ტაპიამ კრიზსში მყოფი ეროვნული ნაკრები სესარ ლუის მენოტს ჩააბარა.
არგენტინული ფეხბურთის ლეგენდა “ალბისელესტეს” გენერალური დირექტორი გახდა.
შეგახსენებთ,რომ მენოტიმ არგენტინის ნაკრებს 1978 წელს მსოფლიო ჩემპიონობა მოაპოვებინა მთავარი მწვრთნელის რანგში.
80 წლის მენოტი არგენტინის ნაკრების მწვრთნელ ლიონელ სკალონის შეხვდება და მას გუნდის მომავალზე გაესაუბრება.
როგორც იცით, სკალონიმ “ალბისელესტე” მსოფლიოს ჩემპიონატზე განცდილი კრახის შემდეგ ჩაიბარა და კონტრაქტი ბრაზილიაში დაგეგმილ კოპა ამერიკამდე აქვს , რომელიც 14 ივნისიდან 7 ივლისისი ჩათვლით გაიმართება.
კარიერის განმავლობაში მენოტი არგენტინის ნაკრებს 1974-დან 1983 წლამდე წვრთნიდა,.
საკლუბო დონეზე სხვა გუნდებთან ერთად სატავეში ბოკა ხუნიორსს , რივერ პლეიტს, ბარსელონასა და მადრიდის ატლეტიკოს ედგა .