ქვილითაია მოედანს დაუბრუნდა, ჩაკვეტაძე ინდივიდუალურად ემზადება
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ქვილითაიამ ტრავმის შემდეგ პირველად ითამაშა. 25 წლის ქართველი ფორვარდი ''გენტთან'' ერთად ესპანურ შეკრებაზე იმყოფება. ბელგიურმა გუნდმა ამხანაგურ მატჩში 6:1 გაანადგურა ''ჰოლშტაინ კილი.''
ქვილითაია მოედანზე მე-60 წუთზე გამოჩნდა, მან უკრაინელი რომან იარემჩუკი შეცვალა.
გასული წლის სექტემბერში ეროვნული ნაკრების ვარჯიშზე მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ ქვილითაიამ ''გენტის'' მაისურით პირველად ითამაშა.

''გენტის'' შემადგენლობაში გიორგი ჩაკვეტაძეს არ უთამაშია. СrystalSport-ის ინფორმაციით მას ტრავმა არ მოუშუშებია. სავარაუდოდ, ქართველი ფეხბურთელი თამაშისთვის მზად მიმდინარე თვის მიწურულს იქნება. შესაძლოა მან 20 იანვარს ბელგიის ჩემპიონატში ბრიუსელის ''ანდერლეხტთან'' ითამაშოს.
Giorgi Chakvetadze working hard but always with a smile ???? #HoeHoeHiHi #StageOliva2019 pic.twitter.com/rESpHv2eWa
— KAA Gent (@KAAGent) January 9, 2019
გიორგი ჩაკვეტაძე ინდივიდუალურად ემზადება

შეგახსენებთ, გასული წლის 18 დეკემბერს ''გენტმა“ ბელგიის თასის მეოთხედფინალში ''სენტ ტრუიდენი“ სტუმრად 3:1 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. ჩაკვეტაძემ 61-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 2:0 იყო, საგოლე გადაცემა შეასრულა.
ჩაკვეტაძის მორიგი წარმატებული მატჩი უსიამოვნოდ დასრულდა. 75-ე წუთზე ტრავმის გამო მან შეცვლა მოითხოვა და მოედანი დატოვა. მას შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევს არ უთამაშია.
ფოტო: kaagent.be