ვოლკოვი ''გაბალასთან'' მოლაპარაკებას აწარმოებს
''საბურთალოდან'' წასული დავით ვოლკოვი შესაძლოა აზერბაიჯანული ''გაბალას'' ფორვარდი გახდეს. ფეხბურთელმა СrystalSport-თან საუბარში აღნიშნა, რომ კლუბთან მოლაპარაკება მიმდინარეობს და საკითხი უახლოეს 2 დღეში გაირკვევა.
2018 წლის სეზონში ვოლკოვმა ეროვნული ლიგის 28 მატჩში 8 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა. მოთამაშე ''საბურთალოსთან'' ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა.
23 წლის ფეხბურთელს ''გაგრაში,'' თბილისის ''დინამოში,'' საჩხერის ''ჩიხურასა'' და ბოლნისის ''სიონში'' უთამაშია.
2017 წელს სერბულ ''ზემუნში'' თამაშობდა, თუმცა სერბეთის ჩემპიონატში მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა და შემდეგ კარიერა ''საბურთალოში'' გააგრძელა.
ფოტო: eliga.ge