ძალამიძემ რუსული კლუბი დატოვა - სად წავა ქართველი შემტევი?
Aa
Aa

ძალამიძემ რუსული კლუბი დატოვა - სად წავა ქართველი შემტევი?

პოლონური ''იაგიელონიას'' ყოფილმა ფეხბურთელმა ნიკა ძალამიძემ რუსული ''ბალტიკა'' დატოვა. 27 წლის ნახევარმცველი თავისუფალი აგენტია. СrystalSport-ის ინფორმაციით ამ ეტაპზე უცნობია ძალამიძის ახალი კლუბი.

2018 წელი ქართველმა ნახევარმცველმა თბილისის ''დინამოში'' დაიწყო, ზაფხულში კი რუსეთის რანგით მეორე ლიგის კლუბ ''ბალტიკაში'' ჩაირიცხა. მოთამაშემ, რომელმაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 7 მატჩი ჩაატარა, კალინინგრადული გუნდის მაისურით 14 მატჩში ერთადერთი გოლი ''ჩერტანოვოს'' შეუგდო.

ნიკა ძალამიძეს ზუგდიდის ''ბაიაში,'' მოსკოვის ცსკა-ს სარეზერვო გუნდში, ლოძის ''ვიძევში,'' ''იაგიელონიასა'' და თურქულ ''რიზეში'' უთამაშია.

საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ყოფილმა წევრმა პოლონეთის ექსტრაკლასაში წარმატებული წლები გაატარა, თუმცა თურქეთის სუპერლიგაში გადასვლის შემდეგ ჩრდილში მოექცა და აშკარა რეგრესი განიცადა. 2015-16 წლების სეზონში ძალამიძემ თურქეთის სუპერლიგის 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მოედანზე საერთო ჯამში მხოლოდ 131 წუთი გაატარა.

თურქული კლუბიდან წამოსვლის შემდეგ ძალამიძე პოლონეთში დაბრუნდა და ლენჩნას ''გურნიკის'' ღირსებას იცავდა, შემდეგ კი რუმინული ბუქარესტის ''იუვენტუსის'' მაისურით გამოდიოდა. აღნიშნულ კლუბს ამჟამად ''დაკო ჯეტიკა'' ეწოდება.

ფოტო: fc-baltika.ru

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები