Aa
Aa

"შე**ცი თქვენს მთელს საგვარეულო ხეს!" - რიბერიმ ქომაგებსა და ჟურნალისტებს აგინა

მიუნხენის "ბაიერნის" ფრანგი შემტევი ფრენკ რიბერი საახალწლო შვებულებას ოჯახთან ერთად ატარებს.

ფრენკი ბოლოს დუბაიში იმყოფებოდა, სადაც ცნობილ თურქ მზარეულს ნუსროთ გიოქჩეს ესტუმრა და მისი სახელგანთქმული სტეიკიც მიირთვა.

რიბერიმ ამ ყველაფრის ამსახველი ვიდეო საკუთარი ინსტაგრამის გევრდზე ატვირთა, სადაც ჩანს, თუ როგორ ელოდება ფრენკი თავის მოოქროვილ სტეიკს, რომელიც 1200 ევრო დაუჯდა.

 

ამ ყველაფერმა ფეხბურთელის "ფოლოუერების" გაღიზიანება გამოიწვია. სახალხო კრიტიკამ კი რიბერი გააბრაზა და მისი პასუხი საკმაოდ უხამსი და დაუნდობელი იყო.

"მოდით დავიწყოთ არაკეთილმოსურნეებით, რომლებიც გახვრეტილი პრეზერვატივის წყალობით დაიბადნენ. შევეცი თქვენს დედებს, ბებიებს, ბაბუებს და მთელს საგვარეულო ხეს! მე თქვენი არაფერი მმართებს. ჩემი წარმატება მხოლოდ ღმერთისა და იმ ახლობლების დამსახურებაა, რომლებსაც ჩემი სჯეროდათ.

რაც შეეხება ფსევდოჟურნალისტებს, რომლებიც ჩემი კრიტიკით არიან დაკავებულნი. როდესაც ფულს ქველმოქმედებაში ვხარჯავ (რადგან მე მასწავლეს, რომ ასე უნდა მოვიქცე, როცა ბევრს გამოვიმუშავებ), მაშინ რატომ არავინ არაფერს წერს? არა, თქვენ მხოლოდ ჩემი შვებულების და ოჯახის შესახებ გირჩევნიათ წეროთ. ამოწმოთ, სად და რას ვჭამ. როდესაც ასეთი ზედაპირული რაღაცები ხდება, თქვენ ყოველთვის იქ ჩნდებით".

სავარაუდოდ, რიბერის ასეთ საქციელს დიდი გამოხმაურება მოჰყვება და უახლოეს დღეებში ფრანგ ფეხბურთელს სახლში დიდი დროის გატარება მოუწევს.

ნუსროთ გიოქჩეს რესტორანს ბევრი ცნობილი ადამიანი სტუმრობს. რიბერიმდე თურქი მზარეულის ბოლო სტუმარი ლეო მესი და პოლ პოგბა გახლდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები