მესიმ და პოგბამ დუბაიში ერთად ივახშმეს - საუბრის თემა კანტე, მუნდიალი და
Aa
Aa

მესიმ და პოგბამ დუბაიში ერთად ივახშმეს - საუბრის თემა კანტე, მუნდიალი და "ბარსელონა"?

როგორც მოგეხსენებათ ამჟამად ევროპაში სანაკრებო პაუზაა. ზოგიერთი ფეხბურთელი ნაკრებისგან ისვენებს, ზოგიც კი ტრავმირებულია.

ლეო მესი, რომელმაც 2018 წელს ნაკრებისგან დასვენება გადაწყვიტა, დროს ოჯახთან ერთად დუბაიში ატარებს.

ტრავმის გამო საფრანგეთის ნაკრებს ვერ ეხმარება პოლ პოგბა, რომელიც ასევე დუბაიში ისვენებს და როგორც ჩანს დროს მესისთან ერთად ატარებს.

მესი და პოგბა ცნობილ თურქ მზარეულს ნუსროთ გიოქჩეს ესტუმრნენ, რომლის რესტორანშიც პრაქტიკულად ყველა ცნობილი ადამიანი არის ნამყოფი.

 

Mirror-ის ინფორმაციით, მესიმ და პოგბამ ნგოლო კანტეს შესახებაც ისაუბრეს.

პოგბამ ლეოს იმ ცნობილი სიმღერის შესახებ უამბო, რომელიც საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელებმა კანტეს დაუწერეს.

"იუნაიტედის" შუახაზელმა მესის შეახსენა, რომ კანტემ მსოფლიო ჩემპიონატზე მისი შეჩერება მოახერხა, რაზეც მესიმ უპასუხა, რომ ეს ტყუილი იყო.

 

მოკლედ, მესიმ და პოგბამ ერთად კარგი დრო ატარეს და ბუნებრივია პრესა კითხვებსაც სვამს...

გარდა იმისა, რომ ორივე მათგანმა კანტეზე ისაუბრა და გემრიელი ხორციც მიირთვა, მათ პოგბას "ბარსელონაში" გადასვლის საკითხიც განიხილეს.

ცნობილია, რომ პოგბას შეძენით "ბარსასთან" ერთად "იუვენტუსიც" ინტერესდება. მესისთან შეხვედრამ სატრანსფერო ჭორებს გასამძაფრებლად კიდევ ერთი საბაბი მისცა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები