ბენდელას თასი
Aa
Aa

ბენდელას თასი

აფხაზეთში გმირულად დაღუპული ზაზა ბენდელიანის ხსოვნის ტურნირი “ბენდელას” თასი დასრულდა, რომელიც წლეულს 29-ედ ჩატარდა.

ფინალში ერთმანეთს “დინამოს” გუნდები – 2007 და 2008 წლიანები შეხვდნენ. უფროსებმა უმცროსები 3:1  დაამარცხეს.

მესამე ადგილზე კი “საბურთალოს” 2007 წელს დაბადებულთა გუნდი გავიდა, სადაც მატჩი მესამე ადგილისთვის “საბურთალო”-2008 დაამარცხეს.

პრიზიორ გუნდებს თასთან და მედლებთან ერთად, სხვადასხვა საჩუქრები გადაეცათ.

ნომინაციაში გამარჯვებულებს და პრიზიორებს საჩუქრები ზაზა ბენდელიანის მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა გადასცეს.

გაგაცნობთ ნომინაციაში საუკეთესოებს:
საუკეთესო მეკარენოდარ ბედიაშვილი (დინამო-2007)
საუკეთესო მცველისანდრო ამისულაშვილი (საბურთალო-2007)
საუკეთესო ნახევარმცველილუკა ციკოლია (დინამო-2008)
საუკეთესო თავდამსხმელიანდრია ბართიშვილი (დინამო-2008)
ტურნირის აღმოჩენაანდრია ტალახაძე (საბურთალო-2008)
ტექნიკური ფეხბურთელისაბა კაკულია (დინამო-2007)
საინტერესო ფეხბურთელინიკოლოზ შალიკიანი (საბურთალო-2008)
პერსპექტიული გუნდისაბურთალო-2008
 
მაყურებელთა სიმპატიალევან ბენდელიანი (საბურთალო-2007)
საუკეთესო ფეხბურთელივახტანგ სალია (დინამო-2007)

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები